ეკა ყუშიტაშვილმა პატრულებთან არცთუ კარგი დამოკიდებულებით გაითქვა სახელი, შემდეგ ძალიან ბევრი შოუს სტუმარი გახდა, ახლა კი „კომედი არხზე“ გამოჩნდება, ახალ სერიალში, სადაც ეპიზოდურ როლში არც მეტი, არც ნაკლები, პატრულის როლი შეასრულა.
ახალი სერიალი, სიტუაციური კომედია, „ნიკა და ლიკა“, 22 აპრილიდან, „კომედი არხის“ ეთერში ყოველ პარასკევსა და შაბათს გავა. მთავარ როლებში არიან მსახიობები, პაატა გულიაშვილი და სოფია სებისკვერაძე. ეკა ყუშიტაშვილის ეპიზოდური როლის სათამაშოდ მიიწვიეს. როგორც სერიალის რეჟისორმა, ირაკლი ცქიტიშვილმა გვითხრა, ეკამ თავი ამ როლს კარგად გაართვა და ზოგადად, ეს ეპიზოდი უკეთესი სანახავი იქნება, ვიდრე ის, რაც მანამდე გვაქვს ნანახი, ეკას მონაწილეობით…