LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრო Cayenne მსოფლიოს უდიდეს თვითმფრინავს სისწრაფეში შეეჯიბრა – ვიდეო

106
ქირიას NEWS შაბლონი (4)

Porsche-მ ახალი ელექტრო Cayenne Turbo Electric უჩვეულო სანახაობით წარადგინა. კომპანიამ კროსოვერი მსოფლიოს უდიდეს თვითმფრინავს – Stratolaunch Model 351 (Roc)-ს დაუპირისპირა. მიუხედავად იმისა, რომ თვითმფრინავის სიმძლავრე ელექტრომობილისას თითქმის 200-ჯერ აღემატება, Cayenne-მა აფრენისა და დაფრენის დროს მას ფეხი აუწყო.

გამოცდა კალიფორნიის Mojave Air and Space Port-ის აეროდრომზე ჩატარდა. ელექტრო Cayenne-ს Porsche-ს ყოფილი პილოტი პატრიკ ლონგი მართავდა. მისი მთავარი ამოცანა სისწრაფეში გამარჯვება კი არა, თვითმფრინავის სიახლოვეს ზუსტად განსაზღვრულ პოზიციაში დარჩენა იყო, მაშინ როცა Roc აფრენისთვის სიჩქარეს კრეფდა. იგივე მანევრი ავტომობილმა თვითმფრინავის დაშვების დროსაც გაიმეორა.

Stratolaunch Model 351 მსოფლიოში ყველაზე დიდი ფრთებით გამოირჩევა. ვიდეოში აღნიშნულია, რომ მისი სიმძლავრე დაახლოებით 229 500 ცხენის ძალას აღწევს, მაშინ როცა Cayenne Turbo Electric-ის მაქსიმალური სიმძლავრე 1 156 ცხენის ძალაა. კროსოვერმა გამოცდისას 267 კმ/სთ-ს მიაღწია – სწორედ ამ სიჩქარეზე მოსწყდა თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკს.

Porsche-ს ინფორმაციით, ელექტრომობილმა ოთხი სრული აჩქარების მიუხედავად ბატარეის მუხტის მხოლოდ 13% დახარჯა. Cayenne Turbo Electric აღჭურვილია 113 კილოვატსაათიანი აკუმულატორით, 100 კმ/სთ-მდე დაახლოებით 2,5 წამში აჩქარდება და ერთი დამუხტვით 640 კილომეტრზე მეტის გავლა შეუძლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები