LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრონული კროსოვერი Lexus კრაშ-ტესტის დროს დაამტვრიეს

117
lexus

ელექტრონულმა კროსოვერმა Lexus RZ 450e კრაშ-ტესტის შედეგად 5 ვარსკვლავი დაიმსახურა. Toyota bZ4x-ის ბაზაზე აგებული ელექტროქარის გამოცდა ევროპის დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ Euro NCAP-მა ჩაატარა. კრაშ-ტესტის შედეგად მოდელმა, რომელიც 2 ძრავიანი აგრეგატითაა დაკომპლექტებული, უსაფრთხოების მაქსიმალური რეიტინგი მიიღო.

უფრო ზუსტად კი მოდელმა მძღოლის, ზრდასრული მგზავრებისა და ბავშვების უსაფრთხოების საკითხში 87% აიღო. ქვეითთა დაცულობა ექსპერტებმა 84%-ით შეაფასეს. ამასთან, აქტიური დაცვის სისტემებმა 81%-ით იმუშავეს.

ყველაზე დიდი ზიანი საქარე შეჯახების დროს მანქანაში უკან მსხდომ მგზავრებს ადგებათ, გვერდიდან დაჯახების დროს ანალოგიური რისკი უკვე მძღოლისთვის წარმოიქმნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები