LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტრონული Range Rover: პირველი ვიდეო და დეტალები

122
range-rover

ელექტრონულ Range Rover-ს თითქმის ერთი მეტრი სიღრმის წყლის გადალახვა შეეძლება. კომპანია Land Rover-მა „ელემენტიანი“ მოდელის შეკვეთების მიღება დაიწყო და სიახლის პირველი ვიდეო თიზერიც გაავრცელა. როგორც ბრიტანული ბრენდი ირწმუნება, მოდელი მთელს სერიულ ხაზში ყველაზე ჩუმი იქნება და უგზოობაში ნებისმიერ მდიდრულ ელექტრონულ ყველგანმავალს მისცემს ფორას. პრემიერა სავარაუდოდ 2024 წლისთვის შედგება.

თიზერში Range Rover Electric დეტალურად არ არის ნაჩვენები. კადრების მიხედვით, სიახლე ბენზინის ყველგანმავლისაგან დიდად განსხვავებული არ იქნება, უბრალოდ ცოტა სახეცვლილ ბამპერს და ინტერიერის დეტალებს მიიღებს. სიახლეს 800 ვოლტიან ელექტრონულ სისტემას ჰპირდებიან რაც დამუხტვას სუპერ სწრაფს გახდის.

ევროპული ტრენდის შესაბამისად, Jaguar Land Rover შიდა წვის ძრავაზე უარის თქმას 2030 წლისთვის აპირებს. ხოლო ელემენტიანი მოდელის პრემიერა 2024 წლისთვის შედგება, გაყიდვები 2025 წლიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები