LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროქარების დამსახურებით გერმანული ავტობანები შესაძლოა მომავალშიც სიჩქარის ლიმიტის გარეშე დარჩეს

110
ავტობანი

გერმანიის ავტობანები შესაძლოა ისევ სიჩქარის ლიმიტის გარეშე დარჩეს, ყველგან თუ არა გზის დიდ ნაწილზე მაინც. როგორც ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, ლიმიტების დაწესების საჭიროება დღეს უბრალოდ არ არის. საქმე ისაა, რომ ბევრი მძღოლი ისედაც ნელა დადის – ტრადიციული აგრეგატის მქონე ავტომობილების მძღოლებს აჩქარებაში ხელს ბენზინის მაღალი ფასი უშლის, ხოლო ელექტროქარების შემთხვევაში ელექტროენერგიის გაძვირების გამო სვლის მარაგის დაზოგვის სურვილი.

მაქსიმალური სიჩქარის დაწესების საკითხი ჯერ კიდევ 1952 წლიდანაა აქტუალური. ხოლო ერთი წლის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გერმანელთა უმრავლესობა ამ შეზღუდვას მხარს უჭერს ეკოლოგიაზე ზრუნვის გამო: მაღალი სიჩქარე საწვავის მეტ მოხმარებას და შესაბამისად ატმოსფეროს მეტად დაბინძურებას ნიშნავს.

ამას დაემატა ელექტროენერგიის გაძვირება და ევროპული სახელმწიფოები აქტიურად ეძებენ გზებს, რათა ენერგია მაქსიმალურად დაზოგონ. მაგალითად, შვეიცარიაში იმასაც კი ფიქრობენ, რომ ელექტროქარების გამოყენება მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისთვის დაუშვან.

ამასობაში კი გერმანიაში ფიქრობენ, რომ კანონის გამკაცრება საჭირო არ არის და ხალხი ეკონომიისკენ თავადვე ისწრაფვის. მინისტრმა ისიც დაამატა, რომ კარგ გზაზე კომფორტული სიჩქარით სიარული გერმანული კულტურის ნაწილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები