კალენდარ Pirelli-ს 2016 წლის გამოცემის პირველი კადრები ქსელში გამოქვეყნდა. მსახიობი ემი შუმერი, სპორტსმენი სერენა უილიამსი, მოდელი ნატალია ვოდიანოვა, მომღერალი პატი სმიტი, ჟურნალისტი ტავი გევინსონი, ჩინელი მსახიობი იაო ჩენი და ფილანტროპი აგნეს განდი ლეგენდარული ფოტოგრაფის, ენი ლეიბოვიცის ობიექტივში პოზირებენ.
აღსანიშნავია, რომ კალენდრის წლევანდელი კონცეფცია მკვეთრად განსხვავდება მისი წინამორბედებისგან. ამჯერად, უნაკლო შიშველი მოდელების ნაცვლად, მასზე ცნობილი გოგონები და ქალები გამოსახეს, რომლებმაც თავი სხვადასხვა სფეროში დაიმკვიდრეს.
ცნობილია, რომ კალენდარის ფურცლებზე ასევე მოხვდებიან ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის პრეზიდენტი, აგნეს განდი, კინოპროდიუსერი კეტლინ კენედი, მხატვარი იოკო ონო და სხვები.