ჩეხეთის ქალაქში მოსახლეობის ემოციური რუკა შეადგინეს. რუკაზე ასახულია რაიონები, სადაც ადგილობრივები გლობალური დათბობის შედეგებს ყველაზე მეტად განიცდიან, იქნება ეს სიცხე, გვალვა თუ ძლიერი წვიმები.
საინტერესო პროექტი ქალაქ ვსეტინში ჩატარდა. ადგილობრივები რამდენიმე თვის განმავლობაში აფასებდნენ თუ როგორ გრძნობდნენ თავს დასახლების ამა თუ იმ ადგილას, განსაკუთრებით იმ დღეებში, როცა კლიმატის ცვლილება ყველაზე მეტად იყო შესამჩნევი.
შედეგად შეიქმნა რუკა, რომლის დახმარებითაც მთავრობა ყველაზე პრობლემური რაიონების მიმართ ურბანულ მიდგომას შეცვლის – გაზრდიან მწვანე ზონებს, შეამცირებენ ასფალტს და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ გლობალური დათბობა ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად შვედეთს აწუხებს. კლიმატის ცვლილების დამანგრეველი შედეგების გამო ასწლეულის ბოლოს ქალაქი მალმე შესაძლოა საერთოდ წყლის ქვეშ აღმოჩნდეს.