სუბდურული ემპიემა ჩირქის დაგროვებაა ტვინის მფარავი გარეთა, მაგარი გარსის ქვეშ, სხეულის რაიმე ღრუში ან ღრუ ორგანოში. იგი შესაძლოა წიაღების ინფექციის, ყურის მძიმე ინფექციის, თავის ტრავმის, თავზე ოპერაციის ან სისხლის ინფიცირების შედეგად განვითარდეს. 5 წელზე პატარა ბავშვებში მენინგიტს ხშირად ეს დაავადებაც ახლავს თან. ტვინის აბსცესის მსგავსად, ემპიემაც იწვევს თავის ტკივილს, ძილიანობას, გულყრებს, ტვინის ფუნქციის მოშლას და სხვა სიმპტომებს. ისინი რამდენიმე დღეში ვითარდება და მკურნალობის გარეშე სწრაფად გადაიზრდება კომაში.
მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ან კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ემპიემის აღმოსაჩენად გამოიყენება საკონტრასტო ნივთიერება (ანუ რადიოგაუმჭვირვალე, რომელიც არ ატარებს რენტგენის სხივებს). ჩვილებში შესაძლებელია ნემსის, პირდაპირ ემპიემაში შეყვანა, ყიფლიბანდიდან ჩირქის ამოსაღებად, წნევის შესამცირებლად და დიაგნოსტიკური კვლევებისთვის.
სუბდურული ემპიემა ქირურგიულად უნდა დაიცალოს. თუ ინფექცია წიაღების პათოლოგიის გამო განვითარდა, ქირურგს მისი გამოსწორებაც შეუძლია ოპერაციის დროს. სამკურნალოდ ინიშნება ანტიბიოტიკები, რომელიც ვენაში შეიყვანება.