ენრიკე იგლესიასი, მისი რჩეული, ანა კურნიკოვა და მათი ახლობლები მექსიკის სანაპიროზე ისვენებენ. ინფორმაცია ცნობილი სოციალური ქსელიდან გახდა, სადაც მათ ფოტოები განათავსეს.
„სახლიდან შორს“, – ასე დაასათაურა ანამ რამდენიმე მათგანი და ჰეშტეგი #ოჯახი და #მეგობრები დაურთო.
აღსანიშნავია, რომ დასასვენებლად მათთან ერთად შინაური ცხოველებიც გაემგზავრნენ, რომელთა რიცხვიც ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა – ერთი თვის წინ კურნიკოვამ და იგლესიასმა გერმანული ნაგაზი შეიძინეს.