თბილსის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მოეწყობა მეტროსადგურის მიწისზედა და მიწისქვეშა შენობები. ამოსასვლელები გაკეთდება ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე. რესტავრაცია ჩაუტარდება არსებულ გვირაბებს. ”დელისისა” და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურებს შორის ამუშავდება მეორე გვირაბიც.
პროექტის მიხედვით, დამონტაჟდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტრო ქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, სათადარიგო ამოსასვლელები.
პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. მისი ღირებულება 83 მლნ ლარია.