LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტები დაინტერესდნენ, თუ რომელი ქვეყნების მონახულება ენატრებათ ტურისტებს ყველაზე მეტად

71
42241966-10214677571827696-1515861380878565376-n

ტურისტულმა პორტალმა OneTwoTrip ჩაატარა საინტერესო გამოკითხვა, რათა დაედგინა თუ როგორ მოქმედებს მოგზაურებზე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები. აღმოჩნდა, რომ ტურისტებს ყველაზე მეტად ჩაკეტილი იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი აწუხებდათ. ალტერნატიული შესაძლებლობებიდან კი ყველაზე ხშირად თურქეთს ირჩევდნენ.

გართულებული ეპიდვითარება სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა მოგზაურთა 78%-ისთვის. უმრავლესობა (79%) მუდმივად აკონტროლებს რეგულაციებსა და შეზღუდვებს. ხოლო 27% მზადაა სასურველი მიმართულებით ბილეთი იმ წამსვე შეიძინოს, რა წამსაც საზღვრები გაიხსნება.

2021 წელს ჩაშლილი ტურების ფონზე, ტურისტებს ყველაზე მეტად იტალია ენატრებოდათ. მეორე ადგილზე ესპანეთი, მესამეზე კი საფრანგეთი იყო.

ოცნების მოგზაურობის რეალიზება წელს ტურისტთა 82%-მა ვერ შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები