ექსპერტებმა 2017 წლის ყველაზე ხელმისაწვდომი ტურისტული დანიშნულებები გამოავლინეს. წელს პირველ ადგილზე პორტუგალიის სამხრეთში მდებარე ალგარვეს რეგიონი გავიდა.
ბრიტანული კომპანიის „post Office“-ის სპეციალისტებმა სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურეს და პროდუქტისა თუ სერვისის ფასები შეისწავლეს. მათ შორის – სადილი ორ ადამიანზე და წყლის, ყავის, წვენების, ლუდისა თუ მზისგან დამცავი კრემის ღირებულებაც მიათვალეს. აღმოჩნდა, რომ ალგარვეში მოგზაურს მთელი ეს ნაკრები მხოლოდ 37,95 ევრო დაუჯდება. მეორე ადგილს კი ბულგარეთის კურორტი „მზის სანაპირო“ იკავებს. იგივე ღირებულების ნაკრების მისაღებად ტურისტს იქ 38,14 ევრო დასჭირდება. ლიდერთა სამეულს კი 44,12 ევროთი, კოსტა-დელ-სოლის რეგიონი, სამხრეთ ესპანეთი ასრულებს.