ექსპერტებმა აეროპორტში ყველაზე ხშირად მოპარული ნივთების სია დაასახელეს. როგორც მოსალოდნელი იყო, ქურდებისთვის ყველაზე მიმზიდველი ნივთი – ფულია და მოგზაურებიც ყველაზე ხშირად სწორედ თანხას კარგავენ. მეორე ადგილს მობილური ტელეფონები იკავებს, რამეთუ მგზავრებს ტელეფონი ბარში, მოსაცდელ ოთახში ან სკამზე რჩებათ ხოლმე. ასევე არანაკლებ ხშირად იპარავენ – სათვალეებს, საფულეებს, ჩანთებს, კამერებს, ხელბარგს, საიუვილერო ნაწარმს, პლანშეტებს, პასპორტსა თუ სხვა დოკუმენტაციას. როგორც დაზარალებულთა 11% აცხადებს, პირადი ნივთი მათ ჩასხდომამდე მოპარეს. ქურდებმა გასაფრენად გამზადებულთა დაღლილობით და უყურადღებობით ისარგებლეს.