ამერიკულმა ანალიტიკურმა სააგენტო J.D. Power-მა ჩაატარა კვლევა რომლის ფარგლებშიც მსოფლიო ბრენდების ავტო-მფლობელების ლოიალურობა შეაფასა. სტატისტიკის შედგენისას ძველი მანქანების გაყიდვა და შემდეგ იმავე ადამიანების მიერ ახლების შეძენა გაითვალისწინეს. ბაზრის 5 სეგმენტიდან ორში ლიდერი Toyota აღმოჩნდა. თუმცა, უფრო ხშირად ერთ მოდელს მეორეში Ford-ის მფლობელები ცვლიან ხოლმე. ამასთან, ექსპერტები ფიქრობენ რომ ლოიალურობის დონის კარდინალურად შეცვლა ელექტროქარების მწარმოებლებს შეუძლიათ.
პრემიუმ-სეგმენტში ყველაზე ერთგული მყიდველები Porsche-ს ჰყავს. ისინი შემთხვევათა 57,4%-ში ერთ ავტომობილს ბრენდის მეორე მოდელში ცვლიან. მეორე ადგილს 3,1 პროცენტიანი მაჩვენებლით კორეული Genesis იკავებს. ლუქს კროსოვერების კატეგორიაში BMW და Lexus არიან გამორჩეულები, მათ შემთხვევაში 58,6 და 56,4 პროცენტებით.