LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა მძღოლის ყურადღების გაფანტვის რამდენიმე ფაქტორი დაასახელეს

54

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტებმა კვლევა ჩაატარეს და გაარკვიეს, რამდენად შეუძლია თანამედროვე მულტიმედიურ სისტემას მზღოლის ყურადღების გაფანტვა.

კვლევაში მონაწილეობა 30-მა მოდელმა და 24-მა მძღოლმა მიიღო, რომლებიც მულტიმედიურ სისტემებს 40კმ/სთ სიჩქარეზე მართვისას იყენებდნენ.

ინფორმაციულ-გასართობი სისტემების ყველაზე უწყინარი ფუნქცია აუდიოს მომართვა გახდა: ხმის შეცვლა ან რადიოსადგურის არჩევა. მეორე ადგილი კი სატელეფონო ზარებსა და SMS-ებს უჭირავთ.

ყველაზე მეტდ ყურადღებას სანავიგაციო სისტემა ფანტავს: მისი გამოყენება, განსაკუთრებით კი მისამართის შეყვანა მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს.

გარდა ამისა, კვლევაში ყურადღება დაეთმო ინტერფეისსა და მართვის ორგანოებს. ყველაზე მოსახერხებლად ის დასახელდა, რაც მოწყობილობათა პანელის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული, ყველაზე მეტად კი ყურადღებას ცენტრალური კონსოლის გადამრთველები ფანტავენ. ამასთან, ყველაზე მეტად მძღოლის ყურადღებას Honda Ridgeline, Audi Q7, Volvo XC60, Honda Civic და Dodge Durango მოითხოვენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები