LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა მეუღლეებს შორის იდეალური ასაკობრივი სხვაობა დაადგინეს

40

ექსპერტებმა მეუღლეებს შორის იდეალური ასაკობრივი სხვაობა დაადგინეს. აქამდე ითვლებოდა, რომ წყვილი თანატოლი უნდა ყოფილიყო და თუკი ოჯახს კლასელები ან კურსელები შექმნიდნენ, მათ წარმატება გარანტირებული ქონდათ. საერთო ინტერესები თუ ერთნაირი ცხოვრებისეული გამოცდილება ჰარმონიული ურთიერთობის საწინდარი იქნებოდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ფსიქოლოგები იმაზეც ალაპარაკდნენ, რომ არასაკმარისი ცხოვრებისეული გამოცდილება ხშირად ბევრი ოჯახის დანგრევას იწვევს. ამიტომ, ასაკობრივი სხვაობა მინიმუმ 10 წელი მაინც უნდა იყოს. ასევე სასურველია, თუკი წყვილში უფროსი მამაკაცი იქნება. ასეთი ოჯახები, როგორც წესი, ძალიან მყარია. სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ რეკომენდაციებია და ყველა ქორწინება ინდივიდუალურია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები