LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა ყველაზე მოგზაური ერები დაასახელეს

77

ექსპერტებმა ყველაზე მოგზაური ერები დაასახელეს და პირველ ადგილზე ჰონგ-კონგის მოსახლეობა გავიდა. ტურისტულმა პორტალმა „34Travel”-მა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობა გამოკითხა და რეიტინგიც სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეადგინა.

აღმოჩნდა, რომ ჰონგ–კონგელები ქვეყნის საზღვრებს წელიწადში 11,4 მილიონჯერ მაინც ტოვებენ და თითოეული მოგზაურობისას მინიმუმ 3 ათას დოლარს ხარჯავენ. მეორე ადგილს კი ლუქსემბურგელები იკავებენ და ისინი საშუალოდ 2,56 მილიონჯერ მოგზაურობენ. და ბოლოს, ლიდერთა სამეულს – 1,62 მილიონით უნგრელები ასრულებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები