LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსუდაციური ოტიტი

105
ექსუდაციური ოტიტი

შუა ყური არის ჰაერით ამოვსებული სივრცე, რომელიც უკავშირდება ცხვირ-ხახას ევსტახის მილით. თუ ბავშვი დაძახებაზე არ რეაგირებს, ან მასთან საუბრის დროს ხმას უმატებთ, მიზეზი შეიძლება იყოს – სითხე ყურში ანუ, შუა ყურის ექსუდაციური ოტიტი. პრობლემები ჩნდება მაშინ როდესაც ევსტახის მილი დახშულია. ეს შეიძლება მოხდეს მილის დაბლოკვით ან შეშუპებით გაციების დროს. დახშული ევსტახის მილი აღარ ატარებს ჰაერს დაფის ღრუში და აპკის უკან ვითარდება ვაკუუმი. წარმოიქმნება უარყოფითი წნევა რომელიც სითხეს ღრუში ქაჩავს. დროთა განმავლობაში ეს სითხე შეიძლება გახდეს წებოვანი, ბლანტი და გამოიწვიოს სმენის დაქვეითება, ყურის დაგუბება და დისკომფორტის შეგრძნება. 

შუა ყურის ექსუდაციური ოტიტი ძირითადად 10 წლამდე ბავშვებში გვხვდება და დაახლოებით 10-დან 8 ბავშვს უვითარდება. დაავადება როგორც წესი მედიკამენტოზურ მკურნალობას ექვემდებარება. თუმცა გართულებული მდგომარეობის შემთხვევაში შესაძლებელია ქირურგიული ჩარევაც გახდეს აუცილებელი.

ქირურგიული მკურნალობის დროს ხდება დაფის ღრუდან სითხის ამოქაჩვა, ასევე ტოვებენ პატარა მილის, რომელიც ხელს უწყობს დაფის ღრუს ვენტილაციას და წნევის გათანაბრებას აპკის ორივე მხარეს. გართულებების თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია და პროფილაქტიკური კვლევების ჩატარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები