LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექვსი უნდა გახდეს შვიდი: საქართველო ნამდვილი რაგბისკენ მიიწევს

35

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ექვსი ერის გათამაშებაში ჩართვაზე გარკვეული ძვრებია – ამის შესახებ სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ განაცხადა.

თავის მხრივ ქართული მხარე მზად არის, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ექვს ერს მეშვიდე გუნდი დაემატოს.

ექვსი ერის უფლებებს ერთ-ერთი კომერციული კომპანია ფლობს და მათზეა დამოკიდებული გადაწყვეტილების მიღება. მათთვის კომერციულად საინტერესო უნდა გახდეს საქართველო, რომ კონკურენციას გაუწევს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ინგლისი, ირლანდია, შოტლანდია, უელსი, საფრანგეთი.

ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული თარიღის დასახელება რთულია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის ერთა თასზე გამოდის, კონტინენტის უძლიერესი ნაკრებები კი ცალკე ექვსი ერის გათამაშებაში გამოდიან. ქართული მხარის მიზანი სწორედ ამ ტურნირში მონაწილეობის უფლების მოპოვებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები