LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროტიკული რომანი სკარლეტ იოჰანსონის ორეულზე

57

მალე ინგლისელებიც შეძლებენ შეაფასონ ფრანგი მწერლის გრეგორი დელაკრუას რომანი “პირველი, რასაცჩვენ ვუყურებთ”. ცოტა ხნის წინ ჰოლივიდის მსახიობმა სკარლეტ იოჰანსონმა საფრანგეთის სასამართლოში უჩივლა მწერალს, თუმცა ვერ მიაღწია პუბლიკაციის აკრძალვას და მხოლოდ მცირე მატერიალური კომპენსაციით დაკმაყოფილდა. ახლა კი აღმოჩნდა, რომ რომანი ინგლისურადაც ითარგმნა და სექტემბრის დასაწყისში გამოჩნდება ბრიტანეთის წიგნის მაღაზიებში.

რომანში ფრანგი მექანიკოსის ისტორიაა მოთხრობილი, რომლის ცხოვრებაშიც სკარლეტ იოჰანსონის ორეული ჩნდება. დელაკრუას გულწრფელად არ ესმის, რამ გამოიწვია მსახიობის წყენა:”რომ მცოდნოდა ასეთი რეაქცია ექნებოდა, რა თქმა უნდა სხვა მსახიობს ავირჩევდი პროტოტიპად. მითუმეტეს, რომ წიგნში არაფერია დასაძრახი, ეს მხოლოდ სიყვარულის ისტორიაა”, – აღნიშნა ბესტსელერის ავტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები