LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ ავტოსალონში 100 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები ააწყვეს

44
autosalon

Youtube-ზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც დუბაის მდიდრული ავტოსალონი F1rst Motors-ია ასახული. ძვირადღირებული სადილერო ცენტრის მფლობელებმა ერთ სივრცეში ექსკლუზიური სუპერქარები გააერთიანეს და მათი საერთო ღირებულება 100 მილიონ დოლარს აჭარბებს. გარდა ავტო ბიზნესისა, უნიკალური სივრცის მფლობელები უძრავი ქონებით და საიუვილირო ნაწარმითაც ვაჭრობენ.

F1rst Motors უნიკალური და ექსკლუზიური ავტომობილების გაყიდვითაა დაკავებული. ამასთან, მათ სივრცეშია როგორც სულ ახალი, ასევე გარკვეული გარბენის მქონე ავტომობილები. მფლობელის კოლექციაშია მაგალითად – McLaren P1, P1 GTR და Speedtail, რამდენიმე Ferrari SF90 Stradale და LaFerrari Aperta, ასევე Porsche 918 Spyder უნიკალური შესრულებით –  Weissach. კლიენტებისთვის ხელმისაწვდომია ასევე Lamborghini Sian და Bugatti Divo, რომელიც 9,4 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

ავტოსალონში წარმოდგენილ მოდელთა შორის ყველაზე ძვირადღირებულია სარბოლო Porsche 911 GT1, 1990 წლის ვერსია. უნიკალური სპორტქარის ფასი 15,8 მილიონი დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები