მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული ავიაკომპანია Emirates ეკონომ კლასში რევოლუციურ ცვლილებებს გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა, ტიმ კლარკმა, გამოცემა Executive Traveller-თან საუბრისას განაცხადა.
კლარკის თქმით, საავიაციო ინდუსტრია უკვე დიდი ხანია არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეკონომ კლასის მგზავრებისთვის კომფორტი გაიზარდოს. სწორედ ამიტომ, Emirates აპირებს სავარძლების გაფართოებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ითვლება შორ დისტანციაზე ფრენების დროს.
გარდა ამისა, იგეგმება სავარძლების საზურგეების სიმაღლის გაზრდა, რაც მგზავრებს ძალიან მოეწონებათ, თუმცა შეიძლება ბორტგამცილებლებს მუშაობის პროცესში გარკვეული სირთულეები შეუქმნას.
Emirates-ის ინიციატივა უკვე შეფასებულია, როგორც პირველი სერიოზული ნაბიჯი ეკონომ კლასის სტანდარტების გადახედვისკენ, რაც შესაძლოა სხვა ავიაკომპანიებისთვისაც მაგალითი გახდეს.