LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთ რამეს გავამხელ.. გარდა იმისა, რომ სცენაზე ვიდექი, ქუთაისელი ვარ წარმოშობით და ქუთაისური მარიფათიც გამაჩნია“ – დუეტმა „ლეონმა“ „იმედის“ეთერში ოჯახის შექმნის და სიყვარულის ისტორია გაიხსენა

148
დუეტი „ლეონი“

დუეტი „ლეონი“ გია ჯაჯანიძის გადაცემას, „სხვა რაკურსს“ სტუმრობდა.

ლევან წვერავამ და ნინი კენჭიაშვილმა მათი ოჯახის შექმნის და სიყვარულის ისტორია გაიხსენეს.

ლევანი:

„ჩვენი სიყვარულის ისტორია უკვე 14 წელს ითვლის. ღვთის წყალობით ბედნიერად მოვდივართ და ერთმანეთს დიდი სიყვარულით ვავსებთ. როდესაც „სეიშენის“ ბიჭი ვიყავი იმ დროიდან ვამბობდი და ვიცოდი, მე თუ შემიყვარდებოდა, ის სიყვარული ან ამაშენებდა, ან დამანგრევდა. ნინი ჩემი პირველი სიყვარულია.

ჩვენი ნათესავების ქორწილში ვიყავით. ვერ მივდიოდი, „სეიშენის“ ბიჭებს არ გვეცალა. ბოლო წუთს გადაწყდა, რომ მე და ჩემი ჯგუფი წავსულიყავით ამ ქორწილში. ნინი ეკლესიაში დავინახე პირველად, მაშინვე ვიფიქრე, „ეს არის“-მეთქი.

მაშინ ცნობილი ბიჭები ვიყავით და არ დავმალავ, გავიფიქრე, რომ იღბალი ამ შემთხვევაში ჩემკენ იქნებოდა“.

ნინი:

„ლევანს ეკრანიდან ვიცნობდი. მის მიმართ სიმპათიები გამაჩნდა. მაგრამ ის ნამდვილად არ მიფიქრია, „ეს ბიჭი ჩემთვის მინდა“,-მეთქი. ქორწილში უფრო მომეწონა“.

ლევანი:

„ჩემსა და ნინის შორის ცხრა წელია სხვაობა. მე 25 წლის ვიყავი, ნინი 18-ის ხდებოდა. შვიდი თვის თავზე დავოჯახდით.

ერთ რამეს გავამხელ. რეალურად საკუთარი თავის იმედიც მქონდა. გარდა იმისა, რომ სცენაზე ვიდექი, ქუთაისელი ვარ წარმოშობით და ქუთაისური მარიფათიც გამაჩნია და ძალიან მალე მოხდა ჩემი და ნინის მშობლებთან დამეგობრება. მით უფრო ჩემ სიდედრთან. დაინახეს, რომ კარგი ადამიანი ვარ.

14 წლის მანძილზე ჩვენ ურთიერთობაში კრიზისი არ ყოფილა. 10 წელი შვილი არ გვყავდა.

ჩვენი ოჯახები ყველაფერში ხელს გვიწყობდნენ.

ამ დროის მანძილზე ჩვენ არ დაგვიკარგავს იმედი, რომ შვილი გვეყოლებოდა. შეგვეძინა ნოე, რომლის დაბადებამ მთელი 10 წელი ამოაყირავა. ნოე უკვე 4 წლის ხდება.“

ვიდეო: დუეტი „ლეონის“ ახალი სიმღერა და ლევან წვერავას რომანტიკული კოცნა მხარზე მეუღლეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები