LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ფოტოს ამბავი: საქართველომ მილენიუმი გადაიბირა

35

ქართული რაგბის ისტორიაში რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ისტორიული ფურცელი ჩაიწერა. ჩვენი ბორჯღალოები მსოფლიო თასის მოქმედ გამარჯვებულს და პლანეტის უძლიერეს ახალ ზელანდიას ღირსეულად ეთამაშნენ და ლელოც კი დაუდეს. მატჩი სრულდებოდა, როდესაც ლეგენდარულ ”მილენიუმზე” ათასობით ადგილობრივი გულშემატკივარი სწორედაც რომ ჩვენს გუნდს შეძახილებით ამხნევებდა. გარდა ამისა, ისინი ქართველებს ისედაც ქომაგობდნენ და ამის დასტური აქ მოყვანილი ფოტოა: დააკვირდით მაყურებლებს, როდესაც საქართველო ”ოლ ბლექსს” ლელოს უდებს: როგორი გახარებულები არიან, იფიქრებ მათი საყვარელი გუნდი იმარჯვებსო. აი ასე, ქართველმა მორაგბეებმა თვით ბრიტანეთში დაიპყრეს ადგილობრივების გულები.

12080752_1044615815578828_1425693353_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები