ქსელში გავრცელდა ფოტოები სადაც ასახულია, თუ როგორ გაიჭედა ორი Mercedes-Benz G 63 AMG 6×6 ტალახში. ფოტეობი Facebook-ზე Marchettino-ს გვერდზე დაიდო.
ზოგიერთი მონაცემით, ერთდროულად ორი იშვიათი მერსედესი აზერბაიჯანში, ქალაქ ნეფტეცალაში გადაიღეს, სხვა რაიმე დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
ექსტრემალური ყველგანმავალი Mercedes-Benz G 63 AMG 6×6-ის დებიუტი 2013 წლის მარტში შედგა. ის 544 ცხენის ძალიანი ბიტურბო 5.5 მოცულობის ძრავითა და შვიდ საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით არის აღჭურვილი. ავტომობილს ერთი მეტრი სიღრმის ტალახის დაძლევა შეუძლია.