LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი ქვეყნის 30 პოლიციელი კრიმინალებთან რომანში გამოიჭირეს

121
439242046_738390661797307_1012534358592851144_n-e1714493378531

შვედეთში დიდი სკანდალი აგორდა მას შემდეგ, რაც პოლიციის ათობით თანამშრომელი ბანდების წევრებთან რომანში გამოიჭირეს. სამართალდამცავებს ამ ადამიანებთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ და სამსახურებრივ ინფორმაციას აწვდიდნენ. ამის შესახებ The European Conservative წერს.

კრიმინალებთან ახლო ურთიერთობაში მინიმუმ 30 ქალია მხილებული. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ბოლო წლებში პოლიციაში 500-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ გაჟონა. თანამშრომლები თავის საყვარლებს კონკურენტების მონაცემებს აწვდიდნენ. შედეგად ბანდებს შორის რამდენიმე სერიოზული შეტაკება მოხდა და იყო მსხვერპლიც.

გარდა ამისა, ქალი პოლიციელები კრიმინალებს აფრთხილებდნენ მოსალოდნელი რეიდების შესახებ, რაც მათ გაქცევის საშუალებას აძლევდა. გამოძიების ინფორმაციით, ბანდის წევრები რომანს სტრატეგიულად შერჩეულ თანამშრომლებთან, ინფორმაციის მიღების მიზნით იწყებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები