მსოფლიოს ყველაზე გრანდიოზული რბოლის ნახვის საშუალება ქონდა – ერთი „ტესლა“ 11 სპორტქარს დაუპირისპირდა. საავტომობილო გამოცემა Motor Trend-მა რბოლის მეშვიდე ნაწილი გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალი შეჯიბრს წელიწადში ერთხელ ატარებს და მასში მონაწილეობას, როგორც წესი, საუკეთესო მოდელები იღებენ ხოლმე. ამჯერად რბოლაში 12 ავტომობილი მონაწილეობდა და მათ შორის იყო – Alfa Romeo Giulia Quadrifoglio, Aston Martin DB11, Chevrolet Camaro ZL1 1LE, Chevrolet Corvette Grand Sport, Ferrari 488 GTB, Lexus LC500, McLaren 570GT, Mercedes Benz AMG GT R, Nissan GT-R Nismo, Porsche 718 Cayman S, Porsche 911 Turbo S და Tesla Model S P100.
შეჯიბრი საფრენი ბილიკის 4,5 კილომეტრიან მონაკვეთზე გაიმართა და გამარჯვებულს დისტანციის დასაფარად მხოლოდ 10,5 წამი დასჭირდა.