რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში დათო გომართელის ახალი ნამუშევრის „იძინებს მზე“ პრემიერა შედგა. როგორც მომღერალმა აღნიშნა, ძალიან მალე, მსმენელს კიდევ არაერთ ახალ ნამუშევარს გაუზიარებს.
დათო, მოგვიყევი სიმღერაზე „იძინებს მზე“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ეს არის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა, რომელსაც ძალიან ბევრი ქართველი მომღერალი ასრულებს და ეს ჩემებური ვერსია გახლავთ. მუსიკა ნუგზარ ვაწაძის გახლავთ, ტექსტი მორის ფოცხიშვილის. გია გორდეზიანს ვთხოვე, რომ სიმღერისთვის ერთი კუპლეტი დაემატებინა და მგონი, ზუსტად ჩაჯდა ამ ტექსტში. გასართობი, კარგ ხასიათზე რომ დაგაყენებს, ისეთი ვერსია შევქმენი. არანჟირების ავტორი პეკე გახლავთ. არის აბსოლუტურად ცოცხალი შესრულება. სიმღერა „ბრავო რექოსრდში“ ჩაიწერა.
ვის ეკუთვნის სიმღერის ახალი ვერსიის იდეა?
ჩემი იდეა იყო, რომ მხიარული, საზაფხულო ვერსია ყოფილიყო.
როგორია სამომავლო გეგმები?
აუცილებლად ძალიან ბევრი სიახლე იქნება, დღესაც ვმუშაობ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიმღერები ჩაიწერა და სულ მალე გაიგებს მსმენელი ამ ახალ ნამუშევრებს.
დათო გომართელი – იძინებს მზე
გადაცემის ჩანაწერი