LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ფეხბურთელია თუ ბოსი: რონალდომ გვარდიოლა მოითხოვა

89
cristiano-ronaldo-2

ტურინის „იუვენტუსში“ ალეგრის შემცვლელს კრიშტიანო ხედავს.
მასიმილიანოს საკითხი ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მის ნაცვლად კი კანდიდატურას რონალდო არჩევს.
პორტუგალიელს სურვილი აქვს ტურინში თვით პეპ გვარდიოლა იხილოს, იმდენად მოხიბლულია მისი მუშაობით „სიტიში“. ამაზე „მარკა“ წერს.

 

გვარდიოლა ახლოსაა ინგლისში სამი ტიტული მოიგოს – პრემიერლიგა, ინგლისის თასი და ლიგის თასი.
48 წლის გვარდიოლას კონტრაქტი „ქალაქელებთან“ 2021 წლის ზაფხულამდეა.
ალეგრიმ კი 5 წელიწადში გუნდთან ერთად 11 ტროფეი მოიგო.

იტალიური პრესაც პესიმისტურად უყურებს ალეგრის „იუვეში“ დარჩენას, თუმცა მწვრთნელმა თავის მხრივ უკვე წამოაყენა სამი მოთხოვნა და პოზიცია, სადაც გუნდს გაძლიერება სჭირდება: ცენტრალური მცველი, მარჯვენა მცველი და საყრდენი ნახევარმცველი. თუ აცალეს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები