ლედი გაგა 2017 წლის სუპერბოულის შესვენებაზე გამოვა.
„ეს ილუზია არ არის. ხმები სიმართლე აღმოჩნდა. ამ სეზონში სუპერბოულზე გაგა გამოვა“ – დაწერა ტვიტერზე თავად მომღერალმა.
ამერიკული ფეხბურთის ნაციონალური ლიგის ოფიციალურმა ტვიტერმა ეს ინფორმაცია დაადასტურა.
51-ე სუპერბოული 4-დან 5 თებერვლის ღამეს ჰიუსტონში გაიმართება.
გასულ საიუბილეო სუპერბოულზე ლედი გაგამ მატჩამდე აშშ-ს ეროვნული ჰიმნი შეასრულა, ხოლო შეხვენებაზე გამოვიდნენ ბიონსე, ბრუნო მარსი და Coldplay.
სხვადასხვა წლებში სუპერბოულის შესვენებაზე ისეთ ვარსკვლავებს უმღერიათ, როგორებიც არიან მაიკლ ჯექსონი, პოლ მაკარტნი, მადონა, The Rolling Stones და სხვები.