LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ლექსი, რომელიც ჩემი სიმღერის სახით უნდა გაჟღერდეს, ვიტყოდი, რომ ფილოსოფიის, პოეზიის და მაღალი კრეატივის ნაზავია…“ გოჩა იაშაღაშვილი პრემიერით „არ დაიდარდოში“

236
Untitled design (11)

რადიო „არ დაიდარდოს“ მომღერალი გოჩა იაშაღაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „თოვდა“ პრემიერა შედგა. მომღერალმა სამომავლო გეგმებზე და დაგეგმილ კონცერტებზეც ისაუბრა.

გოჩა, ვისაუბროთ თქვენს ახალ სიმღერაზე „თოვდა“.

ზოგადად, ჩემი სიმღერების 90 %-ის ტექსტის ავტორი თავად ვარ, მაგრამ ხანდახან, არის მომენტები, როცა შემთხვევით ისეთ ლექსს გადავაწყდები ხოლმე, რომელიც პირდაპირ მეუბნება, რომ მუსიკა დავწერო. ამ ლექსის ავტორი, ძალიან მაგარი პოეტი, ცირა ოქროპირიძე სოციალური ქსელით გავიცანი. მისი თავი ლექსებმა გამაცნო, შემდეგ ოჯახებით დავმეგობრდით. ეს ლექსი, რომელიც ჩემი სიმღერის სახით უნდა გაჟღერდეს, ვიტყოდი, რომ ფილოსოფიის, პოეზიის და მაღალი კრეატივის ნაზავია… სასწაული ლექსია…

თუ იგეგმება თქვენი კონცერტები ახლო მომავალში ან უკვე თუ გეგმავთ მორიგი სიმღერის ჩაწერას?

ეს ჩემი ჩვეული რეჟიმია, მე კონცერტების გარეშე არ ვარსებობ. 23 ნოემბერს, 7 დეკემბერს, 31 იანვარს იგეგმება ჩემი კონცერტები. აუცილებლად უნდა ჩავწერო ახალი სიმღერაც, ახალგაზრდა პოეტის, მარი კუბლაშვილის ლექსზე.

გოჩა იაშაღაშვილი – თოვდა

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები