კრიშტიანო რონალდომ ლეო მესისთან დაპირისპირებაზე აზრი გამოთქვა.
ასეთ იდეაზე რას იტყვით: მუნდიალის ფინალში პორტუგალია და არგენტინა ხვდებიან. თქვენ იტანთ 2 გოლს, მესისაც გააქვს 2 გოლი და 94-ე წუთზე მესამე გაგაქვთ და იგებთ ტურნირს. გაქვთ ასეთი ოცნება?
ეს ოცნებისთვისაც კი ზედმეტად კარგია. სხვამაც რომ გაიტანოს, თუნდც მეკარემ, მაინც უბედნიერესი ვიქნები დედამიწაზე.
თუ ასე მოხდა როგორც აღწერეთ, კარიერას მაშინვე დავასრულებ – განაცხადა „მანჩესტერის“ ფორვარდმა პირს მორგანთან ინტერვიუში.
37 წლის პორტუგალიელმა მესისთან ვახშმობაზეც ისაუბრა.
მესის შესახებ მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. ის ფეხბურთისთვის ყველაფერს აკეთებს.
ის საუკეთესოა ვინც გინახავთ, თქვენ თავს არ ვთვლით?
ვფიქრობ, კი. ის, ზიდანი… მათ შორის ვის წინააღმდეგაც მითამაშია, ვისაც ვებრძოდი – კი.
ოდესმე ერთად გივახშმიათ?
არასოდეს.
გსურთ?
რატომაც არა. მიყვარს ხალხთან შეხვედრა, აზრების გაცვლა, რაიმეს გაგება. მარტივად ვიზამდი ამას, რატომაც არა.
კრიშტიანომ მესიზე კიდევ ილაპარაკა:
„საოცარი, ჯადოსნური მოთამაშეა. 16 წელია სცენას ვიყოფთ. წარმოგიდგენიათ? 16 წელიწადი.
მასთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. არ ვართ მეგობრები იმ გაგებით, რომ ერთმანეთთან სტუმრად არ დავდივართ, არ ვსაუბრობთ ტელეფონით.
ძალიან ვაფასებ იმას, თუ როგორ საუბრობს ჩემზე“ – თქვა პორტუგალეილმა სუპერვარსკვლავმა.