LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს სამი რამ არ გააკეთოთ

57
600100234

ექიმებმა ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი სამი ჩვევა დაასახელეს.
საინტერესო სტატია პოლონელმა ექსპერტებმა გამოაქვეყნეს და პირველი, რაზეც მათ ყურადღება გაამახვილეს, არის გემრიელი სადილის შემდეგ ძილი. წოლითი პოზიცია და ძილი საჭმლის მონელების პროცესს ხელს უშლის და არაერთი გართულების გამოწვევა შეუძლია. ასე რომ, ე.წ. სიესტა არც თუ ისე კარგი იდეაა.
სასურველი არაა ასევე ჭამის შემდეგ ჩაის მირთმევა. ამ სასმელს ცილებისა და ცხიმების გადამუშავების პროცესზე ძალიან ცუდი გავლენის მოხდენა შეუძლია.
კვების შემდეგ უარი უნდა თქვათ ასევე სპორტზეც. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა ორგანიზმს ნორმალურად ფუნქციონირების საშუალებას არ მისცემს. ჭამის შემდეგ სპორტი მუცლის ტკივილს და საბოლოო ჯამში საკვების მონელების სისტემის დარღვევას გამოიწვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები