რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „თაკოსთან“ ლევან გულბათაშვილი სტუმრობდა, გადაცემაში სიმღერის „მხოლოდ ქალებს“ პრემიერა შედგა.
ლევან, ვისაუბროთ შენს ახალ სიმღერაზე „მხოლოდ ქალებს“.
სიმღერა უნიჭიერეს კომპოზიტორს, ავტორ-შემსრულებელს, ქეთი ხუციშვილს ეკუთვნის. ეს სიმღერა ჩემამდე ერთი წლის წინ მოვიდა, უბრალოდ, 2024 წელი ჩემთვის ცოტა ქაოტური, ცხოვრებისეული გამოცდის ჩაბარების წელი იყო. ქეთი თავისი საქმის უბადლო ოსტატია, ძალიან მაგარი რაღაცების კეთება შეუძლია. სიმღერა პირადად ჩემთვის შეიქმნა, აქამდე არავის უმღერია. ქეთიმ ძალიან ლამაზი ტექსტი და მელოდია შექმნა, მან მაჩუქა არანჟირებაც. ამ სიმღერაში ძალიან ბევრი შრომა ჩადო ზაზა გოჩიტაშვილმაც, ძალიან დიდი მადლობა მას. სიმღერას სახელი მე შევურჩიე, ქეთის სხვა სახელი ჰქონდა მოფიქრებული, დიდი მადლობა მას, რომ ამის უფლება დამიტოვა. ყველა ქალბატონს ეძღვნება ეს სიმღერა.
გულბათი – მხოლოდ ქალებს
გადაცემის აუდიოჩანაწერი
გულბათი. გადაცემა “პრემიერა თაკოსთან”
ფოტოები