რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში ლაშა რამიშვილის ახალი სიმღერის „სიცოცხლეზე მეტად მჭირდები“ პრემიერა შედგა.
„ეს სიმღერა, „სახუმარო“ მოვისმინე ძალიან დიდი ხნის წინ, ჩვენი უსაყვარლესი ვახტანგ კიკაბიძე ასრულებდა და რაღაცნაირად გულში ჩამივარდა, გოგი ცაბაძის მუსიკაა, შემდეგ ჩემს უსაყვარლეს ნანა ცინცაძეს, ლექსის ქალღმერთს ვთხოვე და ამ საოცარ სიმღერაზე დამიწერა ძალიან ლამაზი ტექსტი, მოისმინეთ და ისიამოვნეთ“, – აღნიშნა ლაშა რამიშვილმა რადიოს ეთერში.
ლაშა რამიშვილი – სიცოცხლეზე მეტად მჭირდები
გადაცემის აუდიოჩანაწერი