LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს სხვა ფრანკფურტია ბიჭო: ფანს ქალაქები აერია

309
2568849-53275690-2560-1440

„ბენფიკას“ ფანი მაინის ფრანკფურტის ნაცვლად ოდერის ფრანკფურტში მივიდა. ამ ქალაქებს შორის კი მანძილი 600 კმ-ია.
წესით, მას მატჩისთვის ვერ უნდა მიესწრო.

„ბენფიკას“ გულშემატკივარი ალვარო ოლივეირა ავტომანქანით გაეშურა ევროპის ლიგის განმეორებითი თამაშის საყურებლად ფრანკფურტის „აინტრახტსა“ და „ბენფიკას“ შორის.

ტიპმა 17 საათი იარა და ბოლოს სხვა ფრანკფურტში ჩავიდა, არა მაინის, არამედ ოდერზე გაშენებულ ქალაქში. ყველაზე დასანანი კი ისაა, რომ ალვარომ საჭირო ქალაქი… გაიარა.

ამ ორ ფრანკფურტს შორის დაახლოებით 6 საათის სავალი გზაა.

შესაძლოა დაბნეული ქომაგი დიდად აღარც განიცდიდეს, რადგან მისმა საყვარელმა გუნდმა წააგო და ტურნირს დაემშვიდობა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები