816 ძალის Escalade ყველაზე მძლავ ჯიპს დაუპირისპირდა. ყველგანმავალი Cadillac Escalade-ს მოდიფიკაცია და Jeep-ის ყველაზე მძლავრი და სწრაფი მოდელი Grand Cherokee Trackhawk ერთმანეთს სარბოლო ტრასაზე შეებრძოლნენ და რბოლის ვიდეო Hennessey Performance-ის ატელიემ გაავრცელა.
816 ძალის Escalade სწორედ Hennessey-ს ატელიეს მიერაა აწყობილი. ავტომობილი მთლიანად განახლდა და 96 კმ-ს ის სულ რაღაც 3,7 წამში ავითარებს. ჯიპს კი, რომელსაც 717 ძალის მქონე V8 ძრავი აქვს დამონტაჟებული, იგივე მანძილის გასავითარებლად 3,5 წამი სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ Hennessey Performance-მა მსგავსი შეჯიბრი ცოტა ხნის წინაც მოაწყო. მაშინ Escalade-ს სუპერქარი Chevrolet Camaro ZL1-ს კუპეს დაუპირისპირეს.