LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანელებს გერმანელი ტურისტები აღიზიანებთ

61

ესპანელებს გერმანელი ტურისტები ნერვებს უშლიან. გამოცემა „Berliner Morgenpost”-ის ცნობით, პალმა დე მალიორკას მერმა ანტონიო ნოგუერამ ესპანეთში ჩამოსული გერმანელები მკაცრად გააკრიტიკა. კუნძულის ხელმძღვანელის განცხადებით, გერმანელები ძალიან ცუდად იქცევიან, ალკოჰოლს პირდაპირ ქუჩაში სვავენ, შემდეგ ჩხუბობენ და სხვა დამსვენებლებს ძალიან აწუხებენ. გარდა ამისა, მათი გამოხტომებით ადგილობრივებიც ძალიან დაიღალნენ და წარმოდგენა მთელ გერმანიაზე ეცვლებათ. სწორედ ამიტომ, მერმა ტურისტებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ზომების მიღებას დაპირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები