LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანელმა ალპინისტმა ევერესტი ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ დალაშქრა

28

ესპანელმა ალპინისტმა ევერესტი ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ დალაშქრა. გამოცემა „The Guardian”-ის ინფორმაციით, ცნობილმა სპორტსმენმა კილიან ჯორნეტმა ჰიმალაის მწვერვალი ჟანგბადის ბალონის გარეშე დაიპყრო. როგორც 29 წლის კატალონიელი აცხადებს, დედამიწის ყველაზე მაღალ მწვერვალამდე ასასვლელად პირველ ჯერზე მას 26 საათი დასჭირდა, მეორე ასვლისას კი მხოლოდ 17 საათი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ რეკორდის ოფიციალურად აღიარებდა ეს მაჩვენებელი გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა უნდა დააფიქსირონ.

რაც შეეხება ევერესტზე ყველაზე სწრაფად ასვლის რეკორდს, ის 1996 წელს იტალიელმა ალპინისტმა ჰანს კამერლანდერმა დაამყარა, მას მწვერვალის დასალაშქრად მხოლოდ 16 საათი და 45 წუთი დასჭირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები