ევობასკეტ-2015-ის ფინალურ შეხვედრაში ერთამნეთ ესპანეთისა და ლიტვის ეროვნული გუნდები დაუპირისპირდნენ, ესპანელებმა ლიტვა უშანსოდ 80:63 დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე პაუ გასოლი გახლდათ-25 ქულით, 12 მოხსნით და 4 პასით. ლიტვიდან 13-13 ქულით კალნიეტისი და სეიბუტისი გამოირჩნენ.
ესპანეთმა ისტორიის მანძილზე ევრობასკეტი მესამედ მოიგო და ამ მაჩვენებლით ლიტველებს გაუთანაბრდნენ. ბალტიისპირლეები, როგორც 2013 წლის ევრობასკეტზე წლევანდელ ევროპის ჩემპიონატზეც ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.
ტურნირის MPV რა თქმა უნდა ესპანელი ცენტრი პაუ გასოლი გახდა. რომელმაც ესპანეთის ჩემპიონობა განაპირობა. აღსაღნიშნავია 1/2-ფრინალური მატჩი, ესპანეთი –საფრანგეთი 80:75, სადაც გასოლმა 40 ქულა ჩააგდო. პაუ ტურნირს მანძილზე საშუალოდ ერთ მატჩში 25.6 ქულას, 8.8 მოხსნას და 2.9 პასს აკეთებდა.
ტურნირის ორგანიზატორებმა ევრობასკეტ-2015-ის სიმბოლური ხუთეული დაასახელეს:
ნანადო დეკოლო (საფრანგეთი), სერხიო როდრიგესი (ესპანეთი), პაუ გასოლი (ესპანეთი), იონას მაჩიულისი (ლიტვა), იონას ვალანჩუნასი (ლიტვა)