ესპანეთი უარს იტყვის ქვეყნის შიგნით მოკლე ავიარეისებზე. ახალი კანონი შეეხება ფრენებს იმ ქალაქებში, სადაც მისვლა მატარებლით 2,5 საათზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი. ამის შესახებ the Mayor წერს.
ჯერ-ჯერობით არ დაზუსტებულა, კონკრეტულად რომელი რეისები შეიზღუდება. სიაში შეიძლება იყოს მადრიდი – ბარსელონა, ალიკანტე, მალაგა, პამპლონა, სანტიაგო-დე კომპოსტელა და ვალენსია, ასევე ფრენა ბარსელონიდან ვალენსიისკენ.
გამონაკლისს დაუშვებენ იმ ფრენებისთვის, რომელთა დახმარებითაც საერთაშორისო მარშრუტები იგება (მადრიდი და ბარსელონა საერთაშორისო ავია კვანძის მნიშვნელოვან წერტილებს წარმოადგენენ).
გარემოს დაცვის ევროპული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, მატარებლის გადაადგილება თითქმის 5-ჯერ უფრო ეკოლოგიურია, ვიდრე თვითმფრინავით ფრენა.
სპეციალისტთა გამოთვლით, მოგზაურებს მადრიდიდან ბარსელონაში ჩასასვლელად ადრეც მატარებელი რომ აერჩიათ, მავნე გამონაბოლქვი 2-ჯერ შემცირდებოდა, 54 ათასი ტონიდან 27 ათას ტონამდე.