LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთი შესაძლოა მსოფლიოდან განდევნონ: ნუ იშორებთ კატალონიელებს

35

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატმა შესაძლოა, ესპანეთის ნაკრების გარეშე ჩაიაროს. ფიფა “ფურია როხას” დისკვალიფიკაციას მუნდიალიდან არ გამორიცხავს. Marca-ს ცნობით, იმ შემთხვევაში თუ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია კატალონურ გუნდებს ლა ლიგაში თამაშის საშუალებას არ მისცემს, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი უწყება ეროვნულ ნაკრებს მუნდიალიდან მოკვეთავს.

ამჟამად ლა ლიგაში სამი კატალონური გუნდი, “ბარსელონა”, “ესპანიოლი” და “ჟირონა” თამაშობს. აქამდე გავრცელებული ცნობის თანახმად, კატალონიის დამოუკიდებლობის შემთხვევაში, იქაური კლუბები საფრანგეთისა და ინგლისის ჩემპიონატში აპირებენ გადანაცვლებას.

მოგეხსენებათ, კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რეფერენდუმი ბარსელონაში გუშინ დიდი არეულობის ფონზე გაიმართა. ამავე მიზეზით, “ბარსელონასა” და “ლას პალმასის” შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები