ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში დეპუტატებს ნებას დართავენ, რომ კატალონიურად, ბასკურად თუ გალისიურად გამოვიდნენ სიტყვით ან დებატებში მიიღონ მონაწილეობა.
ABC News-ის ინფორმაციით, ამ დროს სხვა პარლამენტარები სინქრონულ თარგმანს ყურსასმენების დახმარებით მოისმენენ. პარლამენტი 12 პროფესიონალ თარჯიმანს გამოიყენებს.
ესპანეთის სტატისტიკური სააგენტოს ცნობით, 9,1 მილიონი ადამიანი კატალონიურ ენაზე საუბრობს, 2,6 მილიონი – გალისიურზე, ხოლო 1,1 მილიონი ბასკურად მოსაუბრეა.
ცოტა ხნის წინ ესპანეთის მთავრობამ ამ სამი ენის ევროკავშირის ოფიციალურ ენათა სიაში დამატება გადაწყვიტა. თუმცა, ქვეყნის მინისტრებმა ამ საკითხის დროებით გადავადება ამჯობინეს.