ხუან ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს.ლოპეტეგი ლას-როსაში ეროვნული ნაკრების ბაზაზე წარადგინეს.
ამ სპეციალისტის წინა სამუშაო „პორტო“ იყო, საიდანაც იანვარში დაითხოვეს.
ლოპეტეგს ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებებში უმუშავია. 19 და 21-წლამდელები კი საერთოდ ევროპის ჩემპიონები გახადა.
მოგეხსენებათ, აქამდე ესპანეთს სათავეში მარკიზად წოდებული ვისენტე დელ ბოსკე მთელი რვა წელი ედგა.