ესპანეთში ელექტროენერგიის ეკონომიის შესახებ კანონი ძალაში შევიდა. 22:00 საათის შემდეგ ოფისებში შუქის ანთება დაუშვებელი იქნება, მაღაზიების ვიტრინებიც აღარ განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ spanish news today ავრცელებს.
გარდა ამისა, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში – მაღაზიებში, ტრანსპორტში, მუზეუმებსა და კულტურის სხვა ობიექტებში აუცილებელი ტემპერატურის ნორმები შემოიღეს – ზაფხულში +27 გრადუსი, ხოლო ზამთარში +19.
ესპანეთმა ბრიუსელს პირობა მისცა, რომ ზამთრის დადგომასთან ერთად გაზის მოხმარებას 7%-ით შეამცირებს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ენერგიის ეკონომია ყველა მოქალაქის საქმეა და საერთო ძალისხმევას საჭიროებს.