LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში 300 მეტრის სიმაღლის ხარის ქანდაკების დადგმა სურთ — ცხოველთა დამცველები წინააღმდეგი არიან

108
_10e5bbc3-f421-4add-9062-d6810657bedc

ესპანეთის ეროვნულ სიმბოლოდ მიჩნეული გიგანტური ლითონის ხარის ქანდაკება შეიძლება ბურგოსში, მადრიდიდან ორი საათის სავალზე დაიდგას. ქანდაკების სიმაღლე 300 მეტრი იქნება – ეს სამჯერ აღემატება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შესულ 112-მეტრიან ბურგოსის ტაძარს. პროექტის დაფინანსებას საკუთარ თავზე ესპანეთის კორიდის აკადემია იღებს, წერს The Times-ი.

პროექტის მიხედვით, ხარის რქებზე განთავსდება პანორამული ხედვის მოედნები, ხოლო ქვედა ნაწილში 650 მეტრიან ტერიტორიაზე დაგეგმილია სუვენირების მაღაზიების, კაფეების და რესტორნების მოწყობა. ქანდაკების შიგნით კი საგამოფენო სივრცეები განთავსდება.

გიგანტური ხარის მშენებლობას ბევრი ესპანელი ეწინააღმდეგება, რადგან ისინი იდეას აბსურდულად მიიჩნევენ. წინააღმდეგი არიან ასევე ცხოველთა დამცველებიც, რომლებიც კორიდის აკრძალვას მოითხოვენ. სწორედ მისი სიმბოლოა ხარიც.

ორგანიზაცია PETA კორიდას „ტრაგედიის ტრადიციას“ და „რიტუალურ მკვლელობას“ უწოდებს. მიუხედავად ამისა, შავი ხარის უზარმაზარი სილუეტები კვლავ მრავლად დგას ესპანეთის ბორცვებსა და გზების გასწვრივ.

შეგახსენებთ, კორიდა 1991 წლიდან აკრძალულია ესპანეთის შემადგენლობაში მყოფ კანარის კუნძულებზე. 2010 წელს მისი აკრძალვის მცდელობა კატალონიაშიც იყო, თუმცა მოგვიანებით ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა.
ახალგაზრდული ტენდენციების გათვალისწინებით, კორიდის წინააღმდეგ სულ უფრო მეტი ესპანელი გამოდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები