ესპანეთში, ბასკეთში გაჩნდნენ სპეციალისტები რომლებიც ჭორებთან ბრძოლით დაკავდებიან. ისინი კრიტიკულად შეაფასებენ და შემდეგ უარყოფენ ყველა მცდარ ინფორმაციას, რომელიც ქალაქში არსებულ მიგრანტებზე გავრცელდება. ამ გზით მერიას სტერეოტიპებთან და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასთან სურს ბრძოლა. ინფორმაციას ამის შესახებ tandf online ავრცელებს.
ჭორებთან ბრძოლის სპეციალისტად ქცევა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ამიტომ მოხალისეებს აქტიურად ეძებენ. შერჩეული კანდიდატები სამსახურს მხოლოდ მას შემდეგ შეუდგებიან, რაც სპეციალურ კურსს გაივლიან. ამ კურსზე მსმენელებს კრიტიკულ ანალიზს ასწავლიან და მოუყვებიან თუ რა ცუდი გავლენა აქვს სტერეოტიპებისა და მითების გავრცელებას, როგორც ჩნდება ყალბი ახალი ამბები და კონსპირაციული თეორიები.