ესპანეთში Ferrari-ს გასართობი პარკი გაიხსნება. „ფერარი ლენდის” ღირებულება 100 მილიონი ევრო იქნება და ის პორტ ავენტურას კურორტზე განთავსდება.
ამ პარკში ყოველწლიურად 4 მილიონამდე ტურისტი ჩადის, ახალი გასართობი პარკი კი მათ რიცხვს სავარაუდოდ, უფრო მეტად გაზრდის.
„ფერარი ლენდის“ ნახვას მსურველები 2017 წლის დასაწყისშივე შეძლებენ.