LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში სასამართლომ განქორწინებულ წყვილს ძაღლზე საერთო მეურვეობა დააკისრა

36
Capture

მადრიდში გაიმართა უჩვეულო სასამართლო პროცესი, სადაც ყოფილი მეუღლეები ძაღლზე მეურვეობის მოპოვებას ცდილობდნენ.

საბოლოო ჯამში მოსამართლემ ორივე მხარის პოზიცია გაითვალისწინა და ცუგაზე მზრუნველობა თანაბრად გაუნაწილა.

სასამართლომ ჩათვალა, რომ ორივე მხარე თანაბარ პასუხისმგებლობას ატარებს და ისინი არა მესაკუთრეები, არამედ მეურვეები არიან.

პროცესზე ადვოკატებმა წარადგინეს მთელი რიგი მტკიცებულებები – ძაღლის აყვანის ხელშეკრულება, ვეტერინარულ კლინიკაში ვიზიტების ჩანაწერები, ასევე ოჯახის წევრებთან გადაღებული ფოტოები. მოსამართლემ ამ ყველაფერს ემოციური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები უწოდა და გადაწყვიტა, რომ ძაღლი ყოფილ მეუღლეებთან თითო-თითო თვეს გაატარებს ხოლმე.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთში აქტიურად მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც შინაურ ცხოველს არა საკუთრებად, არამედ ცოცხალ არსებად აღიარებს. ეს შესწორება მომავალში მსგავსი პროცესების ჩატარებას ბევრად გაამარტივებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები