LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანური სოფელი ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი გახდა

84

ესპანური სოფელი ქუჩის ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი გახდა. კასტელონის პროვინციაში მდებარე პატარა დასახლება ფანსარა ნამდვილ გალერეად იქცა.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელმა ხელოვანებმა სოფელს ახალი სიცოცხლე აჩუქეს, როცა ადგილობრივი შენობების კედლებზე ფერადი კომპოზიციები დახატეს. საინტერესოა, რომ ფანსაროს მოსახლეობას, რომელთა 70%-საც პენსიონერები წარმოადგენენ, ტურიზმის განვითარება დიდად არ აღელვებდათ, თუმცა სოფლის გამოცოცხლებაზე უარი მაინც არ თქვეს. სწორედ ამიტომ, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა მსოფლიოში საუკეთესო 21 სთრით არტისტი მოიწვია და მათ სრული თავისუფლება მიანიჭა. შედეგად სოფლის ათობით შენობა მოიხატა და ღია ცის ქვეშ ნამდვილი მუზეუმი შეიქმნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები